რა არის მულჩი?

my picture

მულჩი ორგანული პროდუქტია. იგი მიიღება მაგარი და რბილმერქნიანი მცენარეების, შესაბამისი ტექნოლოგიით მსხვილ და წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებით. მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული თხევადი სასუქით. შეფერვა ხორციელდება აშშ სტანდარტების შესაბამისი სპეც. საღებავით. მულჩი გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე დეკორატიული მცენარეების, ეზოების, ბაღების და ზოგადად ლადშაფტის დიზაინის გაკეთილშობილებისა და მოვლისათვის.

რა არის მულჩირება?
მულჩირება არის ნიადაგის მოშიშვლებული დამუშავებული ზედაპირის გადაფარვა ბუნებრივად აქტიური ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით.

მულჩირების უპირატესობებია:
1. მულჩით დაფარული ნიადაგი და ნარგავები დაცულია გადარეცხვისგან, გამოფიტვისგან გადახურებისგან, ყინვისგან. შესაბამისად, აღარ მიმდინარეობს ეროზიული პროცესები და ფესვთა სისტემა დაცულია;
2. მულჩირების შემდგომ ნიადაგიდან 40–60 პროცენტით მცირდება წყლის აორთქლება, რაც ამცირებს მორწყვის ინტენსივობას;
3. მულჩირების შემდგომ, დროთა განმავლობაში, მულჩის ქვედა ფენა გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ საკვებად მცენარისთვის. მოსულ ატმოსფერულ ნალექებთან ერთად ჩაედინება ნიადაგში და ამდიდრებს მას ორგანული საკვებით;
4. ჯეო მულჩის მიერ დამზადებული მულჩი არის დანაფოტებული როგორც მსხვილ, ასევე წვრილ
ფრაქციად. ეს უკანასკნელი სწრაფად გადის ნეშომპალად ქცევის პროცესს და ამდიდრებს ნიადაგს;
5. მულჩი დამუშავების პროცესში მდიდრდება B ჯგუფის ბაქტერიებით და მინერალებით. მულჩირების შემდგომ ეტაპობრივად გამდიდრდება ნიადაგი მინერალებით;
6. B ჯგუფის ბაქტერიები უზრუნველყოფენ ნიადაგში არსებული მინერალების მცენარისთვის ადვილად ათვისებად მდგომარეობაში გარდაქმნის პროცესს;
7. ზამთარში ინარჩუნებენ ტემპერატურას ნიადაგში;
8. აღნიშნული ბაქტერიები ასევე წარმოადგენს მცენარის საკვებს;

“ჯეო მულჩი” ასორტიმენტშია 4 სახის მულჩი:
1. შეუფერავი მულჩი (ბუნებრივი ხის ფერი)
2. წითელი მულჩი
3. ყავისფერი მულჩი
4. შავი მულჩი

„ჯეო მულჩი: აწარმოებს 3 ტიპის მულჩს:
● წიწვოვანი
● ფოთლოვანი
● შერეული

თითოეული გამოიყენება სოფლის მეურნეობასა და ლანდშაფტურ დიზაინში ფუნქციონალურად, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ნიადაგი სჭირედება კონკრეტულ კულტურას, თუ ნარგავს.

– რა სარგებელს მოგიტანთ მულჩირება?
● აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას.
● იცავს ნიადაგს წყლისა და ქარისმიერი ეროზიისგან.
● ამდიდრებს ნიადაგს ორგანული საკვებით, რადგან დროთა განმავლობაში იგი გადაიქცევა ბუნებრივ ნეშომპალად.
● ხელს უწყობს მცენარის ზრდასა და განვითარებას.
● აუმჯობესებს ფესვთა სისტემას და იცავს როგორც ძლიერი ყინვისგან, ასევე გადახურებისაგან.
● 50%-ით ამცირებს წყლის აორთქლებას
● ხელს უშლის სარეველა მცენარეების ამოსვლა გავრცელებას.
● აქვს აბსორბაციის უნარი, რომლის მეშვეობითაც შთანთქავს ატმოსფერულ ჰაერში არსებულ მტვრის ნაწილაკებს და ასუფთავებს ჰაერს
● კვლევებით დამტკიცდა, რომ მულჩირებულ ტერიტორიაზე 72%–ით მცირდება მომწამვლელი ოქსიდების მაჩვენებელი.
● ზრდის ნაყოფიერებას სოფლის მეურნეობის კულტურებში 20–30 %–ით
● ზრდის მცენარეთა გახარებას და სიჯანსაღეს მინიმუმ 80%–ით
● ხელს უშლის მიწიდან აზოტის ოქსიდების ამოფრქვევას.
● სასიარულოდ უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ქვიშა ან მიწა, რადგან მისი ზედა ფენა
●სწრაფად იშრობს წყალს, ქვედა შრე კი ნოტიო რჩება.
●არის ესთეტიკურად ძალიან ლამაზი.
● უსაფრთხო და ჯანმრთელი პროდუქტია.


მულჩირების შემდეგ ნიადაგი აღარ საჭიროებს:
● გაფხვიერებას
● გამარგვლას.
● დამატებით სასუქს.
● მცირდება პარაზიტების შეღწევის დონე მცენარეთა ფესვებში.
● მცირდება მორწყვის ინტენსივობა.

ფერთა ასორტიმენტი


თვისებები

100%
უზრუნველყოფს გარემოს სისუფთავეს და ესთეტიურობას
95%
არის ქარისადმი მდგრადი
100%
აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას
100%
ინარჩუნებს კულტივაციის შედეგად მიღებული ფხვიერი ნიადაგის თვისებებს
100%
იცავს ნიადაგს წყლისა და ქარისმიერი ეროზიისგან
50%
ამცირებს წყლის აორთქლებას
100%
ამდიდრებს ნიადაგს მცენარისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით
100%
ხელს უწყობს მცენარის ზრდასა და განვითარებას
80%
აფერხებს სარეველა მცენარეების აღმოცენება გავრცელების პროცესს
100%
აუმჯობებსებს ფესვთა სისტემას და იცავს როგორც ძლიერი ყინვებისგან ასევე გადახურებისგან
75%
წმენდს ატმოსფერულ ჰაერს მტვრისგან
72%
ზღუდავს მიწიდან აზოტის ოქსიდების ამოფრქვევას
100%
ხელს უწყობს ნიადაგში არსებული მიკრო და მაკრო ელემენტების მცენარეებისათვის ათვისებად მდგომარებაში გარდაქმნის პროცესს
100%
უზრუნველყოფს კულტურული მცენარეების სიცოცხლის უნარიანობის გახანგრძლივებას

მულჩირება

  • I ეტაპი

    ნიადაგის დაბარვა (მოხვნა)

  • II ეტაპი

    გათოხვნა - გაფხვიერება

  • III ეტაპი

    სარეველა ბალახის გამარგვლა (სარაველა ბალახებისგან განთავისუფლება)

  • IV ეტაპი

    გაუკეთდეს სოლარიზაცია (დავტოვოთ მზის სხივების ქვეშ 2-3 დღე)

  • V ეტაპი

    მოფოცხვა

  • VI ეტაპი

    დაინამოს (დასველდეს ზედაპირი)

  • VII ეტაპი

    მომზადებულ ზედაპირზე მოიყაროს მულჩი 5–8 სანტიმეტრის სისქეზე