• შპს ჯეო მულჩ - Geo Mulch LLC

    ბიოორგანული მულჩის მწარმოებელი ქართული კომპანია

  • ბიოორგანული მულჩი

    ინოვაციური პროდუქტი სოფლის მეურნეობისა და ლანდშაფტური არქიტექტურისთვის

  • მომსახურება

    მულჩირება, ლანდშაფტის დაგეგმარება და მოწყობა

Yoga Image

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ „შპს. ჯეო მულჩ Geo Mulch LLC”–ის გუნდი. კომპანია, რომელმაც ინოვაციური პროდუქტი – ორგანული მულჩი და მულჩირების კულტურა ჩამოიტანა და დანერგა საქართველოში. კომპანია ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი მწარმოებელია, რომელიც 2015 წლიდან აშშ–ის სტანდარტის დაცვით ხის ნარჩენისგან აწარმოებს ორგანულ ხის მულჩს. პროდუქტს გავლილი შემოწმება და დადასტურებულია მისი გამოყენების აუცილებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვითი კომიტეტის და აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ. ხის ორგანული მულჩი მზადდება ამერიკული ტექნიკის და ტექნოლოგიის გამოყენებით. ქართველმა მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაამატეს სიახლე ტექნოლოგიაში (ბიო–ორგანული სასუქის დოზირებითი გამოყენება და ნახევრად კომპოსტირება), რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აღნიშნულ პროდუქტს და შედეგად მივიღეთ ახალი ქართული პროდუქტი „ბიოორგანული მულჩი“. აღნიშნულ ტექნოლოგიაზე – ეკოლოგიურად სუფთა „ბიოორგანული მულჩის“ წარმოების ექსკლუზიური ტექნოლოგია – კომპანია ფლობს პატენტს. „შპს. ჯეო მულჩ Geo Mulch LLC” ზრუნავს საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში დანერგოს დაყველასთვის ხელმისაწვდომი მულჩირების კულტურა.;

პროდუქტი

ბიოორგანული მულჩი

მულჩი ორგანული პროდუქტია. იგი მზადდება ხის ნარჩენისგან შესაბამისი ტექნოლოგიით ფრაქციებად დაქუცმაცებით. მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული თხევადი სასუქით. დეკორატიული დანიშნულებისთვის იღებება აშშ–ში წარმოებული მულჩის სპეც. საღებავით. მულჩი გამოიყენება სოფლის მეურნეობის მრავალწლიან კულტურებში როგორც სასუქი და ნიადაგის საფარი, დეკორატიული მცენარეების, ეზოების, ბაღების და ზოგადად ლადშაფტის ორიგინალური, ფერადი და ბუნებრივი დიზაინის შესაქმნელად.

ასორტიმენტშია:
1) ბუნებრივი ხის ფერი მულჩი
2) წითელი მულჩი
3) შავი მულჩი
4) ყავისფერი მულჩი

მულჩის ფერები
Yoga Image

მომსახურება

გთავაზობთ ლანდშაფტურ–არქიტექტურული დიზაინის მომსახურების სრულ პაკეტს –„ჯანმრთელი ლანდშაფტი“

1) ნიადაგის მულჩირება ფერადი ბიოორგანული მულჩით (წითელი, შავი, ყავისფერი, ხისფერი)

2) შიდა და გარე დეკორატიული სივრცეების დაგეგმარება (ორანჟერეა, ბაღი, ვერანდა, გაზონი, ეზო)

3) ლანდშაფტური დიზაინი

4) მცენარეთა შერჩევა–დარგვა, კორექცია.

5) მწვანე გაზონის მოწყობა.

6) თემატური კუთხეების მოწყობა სხვადასხვა ფაქტურის და მასალის გამოყენებით

7) ტერიტორიის (ეზოს, ბაღის) დასუფთავება, მცენარეების გასხვლა, ბალახის გათიბვა და სხვა თანმდევი სამუშაოები.

8) მებაღის მომსახურება

9) ფლორისტის და დიზაინერის კონსულტაცია.

ბიოორგანული მულჩი სოფლის მეურნეობაში

შპს ჯეო მულჩ Geo Mulch LLC სპეციფიკურად სოფლის მეურნეობისთვის აწარმოებს ტორფით და ბიოორგანული თხევადი სასუქებით გამდიდრებულ ბიოორგანული მულჩს, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის ყველა მრავალწლიან კულტურებთან, როგორიცაა მეხილეობა, მევენახეობა, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები.

მულჩის გამოყენება რეკომენდირებულია, როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში და საქართველოში წარმოდგენილ ნიადაგების ფართო სპექტრს უხდება.

ბიოორგანული მულჩი წარმოადგენს სასუქს მცენარისთვის, ზრდის ნაყოფიერებას, იცავს მცენარეს, ამდიდრებს ნიადაგს.

მულჩის გამოყენება ანახევრებს წყლის დანახარჯს და ათავისუფლებს მეურნეს აგრალური სამუშაოებიდან, როგორიცაა გათოხვნა, გათიბვა, გამარგვლა, ნიადაგის განოყიერება და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ მულჩის რამდენიმე ნაირსახეობას, ფუნქციონალურად კულტურების და ნიადაგის ტიპების მიხედვით:
1) ფოთლოვანი
2) წიწვოვანი
3) შერეული (ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები)
4) ტორფშერეული ბიოორგანული მულჩი (ფოთლოვანი, წიწვოვანი, ან შერეული )

Yoga Image

პროექტები

სტატისტიკა

შპს. ჯეო მულჩი აქტიურად ზრუნავს საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში დანერგოს მულჩირების კულტურა;

სტატისტიკა

კმაყოფილი კლიენტი

წარმატება

ლანდშაფტი

გაქვს კითხვები?

მაშინ დაგვიკავშირდი

+995 571 20 27 60 info@geomulch.ge