ჩვენს შესახებ

მულჩის საქართველოში შემოტანის იდეა დაიბადა აშშ–ში, სადაც მულჩის გამოყენებას ასწლოვანი ისტორია აქვს, როგორც ლანდშაფტურ დიზაინში, ასევე სოფლის მეურნეობაში.

აღსანიშნავია მულჩის ესთეტიკური სილამაზე, რაც გახდა რეალური საფუძველი კომპანიის დამფუძნებლების მიერ აღნიშნული პროდუქციით დაინტერესებისა.

მათ დაინახეს საჭიროება მულჩის კულტურა დაენერგათ საქართველოში, რადგან აქ მიწები ძირითადად გამომშრალია. აღსანიშნავია აქ არსებული ჰავა. ზამთარსა და ზაფხულს შორის დიდმა ტემპერატურულმა სხვაობამ, ხშირმა ქარებმა გამოიწვია მიწების უნაყოფობა და ეროზია.

საქართველო არის აგრარული ქვეყანა, აქედან გამომდინარე კომპანიის დამფუძნებლებმა სწორედ აღნიშნული პროდუქტის წარმოება გადაწყვიტეს, რათა ხელი შეუწყონ მოსავლიანობის ზრდას, ბაღებისა და სკვერებში ესთეტიურობის და სისუფთავის შეტანას.

აშშ–ში ყოფნის დროს საკმაოდ კარგად შეისწავლეს მულჩირების ტექნოლოგია და საქართველოში დაბრუნების შემდეგ შექმნეს ახალი ქართული პროდუქტი–მულჩი, რომლის წარმოებასაც დღეს კომპანია წარმატებით ახორციელებს.

Comments are closed